ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია აქვთ წამოწყებული საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში, ჩვენ და ჩვენს ხალხს გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, გასულ წელს, ჩვენ გავაფორმეთ ე.წ. მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ჯგუფი ქვეყნების, ასოცირებული ტრიო - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ჩვენ ეს გზა არ დაგვიწყია რამდენიმე წლის წინ. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების ოცნება და სურვილი საუკუნეების წინ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
2014 წელს მივიღეთ კანონი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში აღმოფხვრილიყო ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მართალი რომ გითხრათ, ეს პრობლემას არც წარმოადგენს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ კითხვაში გაჟღერებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - ასეთი შეგულიანების - ასეთი მოტივაციის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
იძაბება ურთიერთობა მოსკოვსა და სოხუმს შორის მას შემდეგ, რაც ე.წ. აფხაზეთის პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონში და ამიერიდან დეპუტატი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც იცის აფხაზური ენა. ანუ შეიძლება გახდეს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, რადგან სხვები (მით უმეტეს რუსები) აფხაზურ ენას ვერც სწავლობენ და არც სწავლობენ, - ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ფეისბუქში“ ავრცელებს.
უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.