ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ქოცებო“, ისე ვატყობ, რომ თქვენი უგუნური (არ მინდა ვიფიქრო, რომ „გამიზნული“?!) პოლიტიკის წყალობით, სწორედ თქვენ მისცემთ ოკუპანტ რუსებს - „მეორე ფრონტის გახსნის“ საბაბს! დიახ, რუსეთიდან ათი ათასობით ადამიანის უკონტროლო შემოდინება, ტურისტის თუ „სხვა სახით“, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას!
კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები კარგია, საქართველო გამორჩეულია რეგიონში, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშში.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აქ არაფერ შუაშია.
„ჯერ კიდევ, როდესაც ხაბეიშვილი მოიაზრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ნიკა მელიას „გაწევა“, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ფიგურანტი იყო მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შესაძლო დაპირისპირებას და პარტიის არაფორმალური მართვის თემას ეხებოდა.
უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს, სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.