პოლიტიკა

„ქართველებმა მთელ მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში - უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე!“ - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სრულად...

2008 წელს, რუსეთთან მომაკვდინებელი ომი რომ იყო, რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან პოლიტიკის გადახედვის ან სანქციების დაწესების კამპანია? ვინმემ რამე სანქციები დაუწესა რუსეთს?!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სრულად...

ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია. იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით, ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

სრულად...

ეს ნეოფაშისტები და ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით?! ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

“ბიბისის” გამოძიების გასაჯაროებამდე რამდენიმე კვირით ადრე კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია და მთელ ოპოზიციას და ტელევიზიას ნაძარცვი ფულით აფინანსებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სრულად...

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

სრულად...

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“). შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 29 591-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი