31.10.2020, ვის ვირჩევთ?! ნაცები-მოძალადეები! ქოცები-გადამგდებები! ამ შემოდგომაზე არჩეულ პარლამენტში, ვერც ქოცები და ვერც "გაერთიანებული" ნაცები ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას (76 მანდატი), თუმცა ყველაზე მეტი სადეპუტატო მანდატი ამ 2 პოლიტპოლუსზე გადანაწილდება!
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის საზღვაო ხომალდის „პორტერის"ქ.ბათუმის პორტში შემოსვლას ეხმაურება.
დეპუტატებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაწყო. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კენჭისყრის დაწყებამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დრო აქვთ, შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
თავდაცვისა და უშიშროების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც კოლეგებს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ გააცნო.
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გამოეხმაურა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს და ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას და ავალდებულებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ყოველწლიურად წარმოადგინოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი ვითარების შესახებ.
2020 წლის 22 ივნისს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში ინვესტიციების წახალისების ხელშესაწყობად საბჭოს რეკომენდაციები განიხილეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, სადაც ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება, გაიმართა გენერალური დებატები, რა დროსაც გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მხრიდან.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა - 8, ასე თუ ისე, წყაროს ვხედავთ, თუმცა, მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად, მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.