პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის განმავლობაში ვერაფერი ისწავლა და ისინი კვლავ აგრძელებენ ამ ცინკურ დამოკიდებულებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით.

სრულად...

რუსთაველის გამზირზე, სადაც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან, ერთი წლის თავზე აქცია კვლავ გაიმართება. მოსამზადებელ სამუშაოებზე იმყოფებოდა მაკო გომური, რომელმაც ერთი წლის წინ, 20-21 ივნისის აქციებზე თვალი დაკარგა.

სრულად...

ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

სრულად...

ვიხსენებთ რა, ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სრულად...

20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული, ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოებამ თავადაც იცის– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

ამ გამოცდილებიდან ყველას შეუძლია, დასკვნების, გაკვეთილების გამოტანა. ერთი რამ ცხადია, რომ 20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო და არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს საკუთარ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ხდება რეაგირება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი წლის წინ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

სრულად...

ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე დოკუმენტს 507-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ 119-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 37-მა კი, თავი შეიკავა. საკითხზე მომხსენებელი პეტრას აუსტრევიჩუსი იყო.

სრულად...

„IDFI-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას და ამჯერად ის პირველ ადგილს იკავებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ.

სრულად...

როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.

სრულად...

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი