საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს თანამშრომლობაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
GUARDIAN.GE - სანქცირებულ მოსამართლეებს მთავარი დანაშაულებები „ნაციონალური მოძრაობის მმართველობის“ დროს აქვთ ჩადენილი. მაგრამ ამ დამნაშავე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნით და მათთვის სასამართლო სისტემაში მთელი ძალაუფლების გადაცემით, „ქართული ოცნება“ არანაკლები დამნაშავეა სასამართლო სისტემის გათახსირების კუთხით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი მელაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ოთხი მოსამართლის სანქცირება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულმა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვარაუდი გამოთქვა, რომ აშშ სანქცირებაზე არ შეჩერდება და ფიქრობს, რომ ისინი „შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.