პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს მას რამე კავშირი აქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან და ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დაამტკიცებს საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას, რის შემდეგაც „მორალურად წელგამართული“ განაგრძობს „თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს“.

სრულად...

მელია აცხადებს, რომ თბილისში ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც „წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ“ დადგა დღის წესრიგში, რამაც, მელიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „პრაქტიკულად ორად გაყო“ და პარტიის ძალიან ბევრი წევრი პარტიის კარს მიღმა აღმოჩნდა.

სრულად...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რთული დრო უდგას. თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, მას მორიგი დაშლა არ ასცდება და ეს გიორგი ბარამიძემ იცის ყველაზე კარგად, რომელიც ძალიან ცდილობდა (ახლა არ ვიცი), რომ ეს არ მომხდარიყო, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს, რითაც ბარამიძის სოციალურ ქსელში მისი მისამართით გამოქვეყნებულ კომენტარს პასუხობს

სრულად...

ივანიშვილის ადგილზე კარგად გავისიგრძეგანებდი კენიის ციხეში მთელი დეკადის გატარების ძალიან უსიამოვნო პერსპექტივას, რომელიც, თუ არ მეჩვენება, „მოულოდნელად“ აკიაფდა ჰორიზონტზე,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

რიკოთის მაგისტრალის საქმესთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გადადგეს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მოხდეს მისი დაკითხვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

სრულად...

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუიარ ოსმანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი