თავიანთ პარტნიორებთან ერთად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევრო-ატლანტიკური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ელჩ კელი დეგნანს მორიგ ბრალდებებს უყენებს.
სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს რომ მისი და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.
მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების. ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნათ, - ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსმენებს შეეხებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბონი ჯენკინთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხევდრის შესახებ თავის "ტვიტერის" გვერდზე წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.