საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტად უნგრეთში იმყოფება. ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ჩვენი ლომვეფხვი ქართველი ბიჭები საქართველოს თავისუფლებისათვის, ქვეყნის დეოკუპაციისათვის და გამთლიანებისათვის იბრძვიან და იღუპებიან უკრაინაში! ქართველების ნაწილს კი, ნუთუ არ გესმით, რომ თუ მტაცებელი რუსეთი ცივილიზებულმა მსოფლიომ არ დაამარცხა უკრაინაში, მაშინ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოისპობა, რადგან - უკრაინაში გამარჯვებული რუსი, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან "შემოგრიალდება" თბილისში და დანარჩენ, ჯერ კიდევ არაოკუპირებული საქართველოს რეგიონებში!
დღეს, უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომდგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში, ზაზა გოგსაძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტადთ უნგრეთში დღეს გაემგზავრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ტვიტერში წერს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ და გამოხატავს წუხილს, რომ „პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება“.
საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.