უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება No727/2022 უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესახებ „პერსონალურ სპეციალურ ეკონომიკურ და სხვა შემზღუდავ ზომებში (სანქციებში) ცვლილებების გამოყენებისა და შეტანის შესახებ“ - უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, პაველ ბლაჟეკს შეხვდა.
საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენ, ყველანი, ერთი, ევროპული ოჯახის წევრები ვართ - ესაა ჩვენი მომავალი, სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არცერთს არ გაგვაჩნია! ეს განცხადება პრეზიდენტმა მოლდოვაში, სამუშაო ვიზიტისას შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მაია სანდუსთან მოლაპარაკებების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
კორუმპირებული, ბავშვთა სიცოცხლის ხარჯზე მილიონების მკეთებელი მერი კალაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
„ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც უმაღლესი დონის შეხვედრებზე განიხილებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.