გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახალაშენებული ხიდი მოსახლეობასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების რეაბილიტაცია დასახელდა. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი თანხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად ,ერთი დასრულებული და ორი მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მოსახლეობას შეხვდა.
14 აგვისტოს ონის მუნიციპლიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ონის მუნიციპალიტეტის 2020- 2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების თაობაზე მომუშავე ჯგუფმა, ონის მუნიციპალიტეტის მერს ემზარ საბანაძეს 2020- 2023 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვარიანტი წარუდგინა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ანი მოსოიანის თავმჯდომარეობით, სამუშაო ჯგუფის წევრების (არტავაზდ ტონოიანი, ალექსანდრე მიქელაძე, კონსტანტინ ვარდანიან, საიათ მკოიან, სამველ არზუმანიან, ნორიკ სააკიან, შირაკ გალოიან) საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.