ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს წევრები სოფელ ჩამდურში იმყოფებოდნენ, სადაც ჩამდურის საჯარო სკოლის აღდგენით სამუშაოებს გაეცნენ.
ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი მერიის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აქტიურ ფაზაშია. სოფელ ჩანადირთკარსა და გრიგოლაანთკარში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები მერის წარმომადგენელმა, მურთაზი ბოდაველმა დაათვალიერა.
26 აგვისტოს, ქ.ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
24 აგვისტოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიული ციხე - მუზეუმი გაიხსნა. ეს პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია მუნიციპალიტეტში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. მინისტრი გაეცნო დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისით სტუმრობენ. მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებულ აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (I ეტაპი) სამუშაოები მოინახულა.
საქართველოს სამთავრობო, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - პიპილეთის, ქვედრულას და ირის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.