რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის, სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
დაბა ჟინვალის სკოლამდელი აღზრდის ფილიალში გაიმართა პროექტის "ძიუდო ბავშვებს" (Judo Kids) პრეზენტაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანებისა და ძიუდოს ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით ამოქმედდა.
ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებული ფესტივალის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სარაგბო კლუბმა ,,ტაომ".
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „რაჭა 2005“ - ის და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლობასთან გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან ერთად, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის " ფარგლებში შესრულებული სამუშაოები მოინახულა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, წყლის სათავე ნაგებობა და წყალსადენის განთავსების ტერიტორია ადგილზე დაათვალიერეს.
სვანეთში, თეთნულდის მთაზე სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გარდაცვლილი მესტიაში გადაასვენეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.