როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, დაზიანდა 20-ამდე საცხოვრებელი სახლი. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხე-მცენარეები და წააქცია ელექტროგაყვანილობის ბოძები. დაზიანებულ მონაკვეთებზე შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სარაგბო კლუბმა „ტაო“-მ დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებს კლუბის გასულ წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
„მოდი ვიმოძრაოთ“/ Let's Move კამპანია ახალქალაქში გრძელდება. მუნიციპალიტეტი კამპანიას სხვადასხვა სპორტული აქტივობით შეუერთდა და ა(ა)იპ ახალქალაქის სასპორტო გაერთიანებამ მოზარდი სპორტსმენები სიგელებით დააჯილდოვა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - აბული-კარტიკამის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დასრულების ეტაპზეა აბასთუმნის მნიშვნელოვანი საჯარო ინფრასტრუქტურის პროექტები. დასკვნით ფაზაშია გადასული ავტოსადგომის მშენებლობა და აბასთუმნის განახლების პროექტი, რაც კურორტს ბუნებრივი პოტენციალის სრული წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულების შემდეგ.
იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას საკუთარ ქალაქებში სამტრედიის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხაშურისა და ახმეტის მოსახლეობა შეძლებს. ფილიალების მშენებლობა ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბარია, გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გზის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - სულდისა და დადეშის სასმელი წყლის სატუმბი სადგურის, შემკვრელი რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს ნინოწმინდის სამუსიკო სკოლამ სასწავლო წლის დასკვნითი საკონცერტო პროგრამა წარადგინა. საანგარიშო ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევები, მოსწავლეთა მიერ მუსიკის აღქმა და წარმოდგენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.