უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა,, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ტელეკომპანიების წარმომადგენლები და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ მედიამენეჯერებმა განაცხადეს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მინისტრისგან კონკრეტული წინადადება ვერ მოისმინეს.
პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დღეიდან იუსტიციის სახლის 14 ფილიალის (ბათუმი, მარნეული, სენაკი, მარტვილი, ფოთი, ზუგდიდი, ბორჯომი, ახალქალაქი, თელავი, თიანეთი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ონი, ხონი) და 16 საზოგადოებრივი ცენტრის შემდეგ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყველა სერვისი თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინიციატივა ვიცეპრემიერს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ეკუთვნის. ახალი სერვისების პრეზენტაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ.
კითხვები გამოძიებასთან არ არის, არამედ კითხვები არსებობს მოსამართლესთან, თუ რამდენად სამართლიანი იყო მის მიერ დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის გათავისუფლება, რომელმაც გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.