ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ შსს გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობს.
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას Facebook-ზე ადვოკატი დავით ასათიანი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში მორიგი ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.
დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის თქმით, სასამართლოზე წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს.
თბილისში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. დანაშაულებრივი ფაქტი ვაკის რაიონში, მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
თბილისში, აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, 12 კი დაშავდა.
დღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.