სამართალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის, დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მხრიდან მის თანაშემწეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

 

სრულად...

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. გოცირიძემ 1tv.ge-ს განუცხადა, რომ ის დეპუტატობას გეგმავს, რადგან საარჩევნო სიაშია. 

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული გ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს. გახარიას თქმით, მისთვის, როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ძ., ქურდობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული კ.ო. და 1960 წელს დაბადებული გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

სრულად...

„რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები. „რადიო თავისუფლებამ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენჯერმე სთხოვა შეწყალებულთა სია - მათი სახელები ვერ მიიღეს, თუმცა უპასუხეს წერილზე, რომლითაც ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები შეიწყალა პრეზიდენტმა.

 

სრულად...

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. 

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი