67 წლის მამაკაცმა საგარეჯოში, ხორცის გამყიდველი სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს და დელეგაციის წევრებს ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 3-4 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში მიმდინარეობს, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ბრიფინგი გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა იმ ადვოკატებს მიმართა, რომლებიც ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს მხარს უჭერენ.
თემქაზე მოკლული გოგონას, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს.
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. თეა წულუკიანმა ლონდა თოლორაიასაგან მოისმინა, თუ როგორ ემზადება ინსპექტორის აპარატი 2019 წლის 1-ლი ნოემბრისათვის, როდესაც შესაბამისი კანონი სრულად ამოქმედდება და აპარატიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული საქართველოს მოქალაქე ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მადნის გადამამუშავებელი ქარხნის მუშა, 1965 წელს დაბადებული ზ.ჩ., პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი დღეს თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.