შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს 11:00 საათზეა დაბარებული.
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ძალიან ბევრი დაჭერა წავა, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას. ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„შეცდომაში ვერავინ შემიყვანს, არ ვარ პატარა ბავშვი, რომ ვინმემ მომატყუოს, - განაცხადა მოკლული იოსებ ქოიავას მამამ თამაზ ქოიავამ პროკურატურაში შესვლამდე.
გენერალურ პროკურატურაში მოკლული იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა იკითხება. ქოიავა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძისა და სხვა პირთა შეწყალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.
სასამართლოსთან აქცია იმართება, სადაც 20-21 ივნისსის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.