შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ვ. ხ. და 1987 წელს დაბადებული ლ. ი. გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
საქალაქო სასამართლო პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის ცივი იარაღით დაჭრაში ბრალდებული ქალის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და 27 აგვისტოს მომხდარი საერთოდ არ ახსოვს, სწორედ ამიტომ ადვოკატი 51 წლის ქალისთვის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.
სახალხო დამცველი პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი დაიწო. სწავლებას სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.