შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერები სასამართლო პროცეესის პარალელურად აქციას გამართავენ.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანის ქურდობის ფაქტი არ დადასტურდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკა მელია საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად საცხოვრებელი ადგილის დატოვების გამო საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება.
ისეა ტექნოლოგიები განვითარებული, რომ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები კი არა, შესაძლოა მისი პორტრეტი ამოვიდეს, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.