სამართალი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა, - განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს.

 

სრულად...

„რუსთავი 2“-ის გასხვისების ვადა დღეს იწურება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, მსურველი ამ დრომდე არ გამოჩენილა.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

სრულად...

მართლწესრიგის ოფიცრები 122-ე, 126-ე და 151-ე საჯარო სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. მართლწესრიგის ოფიცრები ახალგაზრდებს ესაუბრნენ მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ. ოფიცრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

 

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე განწესდა.

 

სრულად...

„რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია ია კიწმარიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე სასამართლოს სთხოვს კომპანიის ქონებას ყადაღა დაჩქარებული წესით დაედოს და ამით თავიდან იქნას აცილებული თაღლითური გარიგებები.

 

სრულად...

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ ია კიწმარიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც  „რუსთავი 2-ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. განცხადებაში ის სასამართლოს მოუწოდებს უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი - 1994 წელს დაბადებული ვ.გ. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - განაცხადა ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა - ლევან მაისურაძემ.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი