შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, ირანის მოქალაქეები - 1990 წელს დაბადებული მ.შ და 1980 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.
„სამწუხაროდ იმ მანდატმა, რაც პარლამენტმა ამ კომისიას უმრავლესობით მისცა, აჩვენა, რომ კომისია რომელიც უმრავლესობით დაკომპლექტდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებით, ასეთი არ უნდა იყოს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ოპონენტებისადმი მიმართვისას.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული დადგენილების პროექტი ცნობილია.
მარნეულის ყოფილ მერს 6 სექტემბერს ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პატიმრობაში დატოვა. სარჩელი საკასაციო სასამართლოში, შეკინის სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტის გადახედვის მოთხოვნით, თავად მსჯავრდებულმა შეიტანა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ე.ა., 1992 წელს დაბადებული ე.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ა. და 1991 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.