საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ მთავარ პროკურატურას მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი.
„ომეგა ჯგუფის" ადვოკატების განცხადებას, რომ ისინი ლონდონის სასამართლოში წარსადგენად, საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების მიმართ, სარჩელებს ამზადებენ, ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა.
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულებს: ნათელა მამულაშვილს, ნინო გოგილაშვილს, ნინო კორძაიას, ლაშა ჩანტლაძეს, ქეთევან ჩანტლაძესა და გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ყველა იმ პირს, რომელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, ლონდონში დაკითხვაზე დაიბარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მდიდრდება მხოლოდ ვიწრო კლანი და ღარიბდება დანარჩენი საქართველო. მელიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი ან მაღალი თანამდებობის პირი ყველაფერს მართავს ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავის კომპანიას მაფიოზური სტილით.
მთავარი პროკურატურა „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმეს ყველა ის აუდიოჩანაწერი დაერთო, რომელიც ბოლო პერიოდში აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.