თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომაზე, მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში, შსს-ში გამოძიება გრძელდება. მინისტრის თქმით, გამოძიების ფარგლებში დაკავებული რამდენიმე პირის გარდა, თუკი, იქნება მტკიცებულების სტანდარტი, იქნებიან სხვა დაკავებულებიც.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე - „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“. კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დაწყებულია გამოძიება, ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ყველანაირად ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ვითანამშრომლებთ მომავალშიც. აღნიშნული განცხადება ლევან ყიფიანმა, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
სპორტის ყოფილი მინისტრი და საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ყიფიანი პროკურატურის შენობაში, ადვოკატთან ერთად, რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
ოჯახური კონფლიქტი ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა. იძე-ცოლის ძმას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სიძემ ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოლის ძმას. გ.შ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე თბილისში, სუს-ის შენობაში იმყოფებოდა, ე.წ. მოდულის შენობა უკომენტაროდ დატოვა.
ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას და მისი ყოფილი მოადგილის, გია გულორდავას დაკითხვის შემდეგ, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას დაკითხვა მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.