შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2018 წლის 1-ელ სექტემბერს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, უმრავლესობა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას განგებ არ ესწრება და ამით საქმის ობიექტურ გამოძიებას ხელს უშლის. ლონდარიძე ასევე ამბობს, რომ გამოძიება თავის დროზე უნდა დაინტერესებულიყო იმ პირების სავარაუდო ბრალეულობით, რომელთა როლს მომხდარ დანაშაულში ახლა დროებითი კომისია იკვლევს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ „იმედის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ გახარებული იქნებოდა თუ საეჭვოს დაინახავდა იმაში, რაც სკოლის აივნიდან დაინახა. როგორც ყენია ამბობს მან დაინახა უცხო მოსწავლეები, თუმცა არ უფიქრია იმაზე, რომ თავისი სკოლის მოსწავლეების კონფლიქტი გაგრძელდებოდა და ეს ტრაგედია მოხდებოდა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გამოაქვეყნა.
ფოთში, ნინოშვილის უბანში ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე, 60 წლის ქალი 84 წლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.
აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე თურქმა სამართალდამცველებმა 24 წლის მამაკაცი და 27 წლის ქალი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცს უზბეკეთის მოქალაქე ქალი თურქეთში ჩემოდანში დამალული გადაჰყავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.თ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.