ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კომისიის სხდომაზე კომისიის წევრები მმართველი გუნდიდან წარადგენენ დასკვნას, რომელიც იქნება ობიექტური და არ იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული. ოხნაშვილი დაუსრულებელ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას უპრეცედენტოს უწოდებს.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი საქმეში ახალ გარემოებაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, კობაურის უდანაშაულობას ამტკიცებს.
ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბათუმის შემოსასვლელ ესტაკადასთან მოხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ფოთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. „კურიერის“ ინფორმაციით, ნაბადოს უბანში გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე ახალგაზრდას ხელყუმბარა აუფეთქდა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწოვანია.
„ბატონო ოთარ, რაც ახლა წაიკითხეთ, ამ თავისთვის მარტივად შეგეძლოთ პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი გეწოდებინათ", ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს" და აღნიშნული კომისიის წევრს, ოთარ კახიძეს მას შემდეგ, რაც კახიძემ კომისიის სხდომაზე შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმის გამო, სამსახური უნდა დატოვონ.
„ევროპული საქართველოსა" და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა დარღვევა მირზა სუბელიანის ახლო ნათესავის, მიხეილ კალანდიას, დანაშაულის დაფარვისკენ იყო მიმართული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ კომისია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან როგორც აბესაძე ამბობს, სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები არსებობს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული უ.კ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.