შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთ კვირაში ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავა, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.
მცხეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი იმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული ე.კ. სარფში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1966 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.ი. და 1965 წელს დაბადებული დ.ყ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად: 1980 წელს დაბადებული ი. გ., 1981 წელს დაბადებული გ. შ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი - 1983 წელს დაბადებული ო. ი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ა. ფ., 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1980 წელს დაბადებული კ. ყ. დააკავეს, ხოლო 1986 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.