როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შსს-ს აკადემიის დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის შეფასება და შემუშავდა გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების კურსი, რომელსაც საქართველოს ყველა გამომძიებელი ეტაპობრივად გაივლის.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შეისწავლა საქმის მასალები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ და გააკეთა განცხადება, რომ არ ჩატარადა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შესაბამისად გამოძიების ტაქტიკა არ ემსახურებოდა საქმის გახსნას.
მესტიაში 23 წლის ახლგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დაუმტკიცდა, მას 16-დან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
მცხეთის რაიონული სასამართლო ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მწყემსისთვის, მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მწყემსის სასამართლო პროცესი იწყება. გამოძიების ვერსიით მალხაზ კობაურმა ჯერ რაიან სმიტი მოკლა და შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა. ადვოკატის თქმით, ამ ვერსიას ეჭვმიტანილი არ ეთანხმება და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზე საუბრობს.
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ „გოდერძიზე“, ჭანჭახის მთიდან კვადროციკლით ორი ადამიანი ხევში გადავარდა. აქედან ერთი, 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაშავებული ხულოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდი, რომელსაც ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყანილი და ოპერაცია უტარდება.
ბათუმში სასტუმრო „ველმონდს”, ყოფილ „ლეო გრანდს” საქმიანობის უფლება შეუჩერდა. როგორც სასტუმროს იურისტმა, კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის საქალაქო სასამრთლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, 10 ივლისს მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.