ხორვას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი სამუშაო პროცესის პოლიტიზებას ცდილობს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს.
პირველი და აუცილებელი წესი, რომლის დაცვას ვითხოვ კომისიის წევრების მხრიდან, ეს არის, ერთი - პროცედურა და კანონი და მეორე - პატივისცემა საკუთარი სტატუსის და პატივისცემა კომისიის წევრების მიმართ, აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს" წევრებს პროცედურულ დარღვევებზე მიუთითა.
ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24-საათიან რეჟიმში ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად, ასე უპასუხა შალვა ბედოიძემ ირაკლი აბესაძის შკითხვას, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრებას ეხებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ი.კ., ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. შედეგად გამოვლენილი 18 კანდიდატიდან შერჩეული და საპროკურორო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატების სია ასეთია: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, 1974 წელს დაბადებული გ.ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.