საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საერთოდ გაუქმებას ითხოვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 5 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაცით, პროკურატურამ პოლიტპატიმრის უკანონოდ დაკავების და ციხეში მომხდარი ძალადობის მორიგი ფაქტები გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ფ.ო. ქობულეთში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია.
ზუგდიდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა. მერაბიშვილის ინტერესების დამცველები ბექა ბასილაია და გიორგი ჩივიაშვილი აცხადებენ, რომ მერაბიშვილის გადაწყვეტილება ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ნათია მეზვრიშვილი დანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.