შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. ხ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
მთავარი პროკურატურა 22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
ქართულმა პოლიციამ „დაეშის“ სტამბოლის ტერორისტული ქსელის ჩეჩენი ლიდერი ახმედ ჩატაევი მოკლა, რომელმაც 2016 წელს სამი აფეთქება განახორციელა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში.
წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული ზ.მ., 1985 წელს დაბადებული თ.შ. და 1989 წელს დაბადებული თ.რ., მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, განუცხადა დაკავებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „საქმე საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან" გვაქვს.
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა. „იმ საქმეში, რომელიც არის სამართლიანი, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“, აღნიშნა გახარიამ თეიმურაზ კუპატაძის წარდგენისას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა, რეფერალურ საავადმყოფოში, სპეცოპერაციისას დაჭრილი შსს-ს თანამშრომლების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.