ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი რამაზ ბ. დააკავეს.
სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების შეხვედრისას იქნა მიღებული.
მიმდინარე წლის ნოემბერში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.
თბილისის 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხორავას ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
თბილისის 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხორავას ქუჩის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანი.
საქართველოს მთავარი პროკურატურა დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაიწყო თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში დაპირისპირება მოსწავლეებს შორის, რომელსაც სისხლიანი გაგრძელება ხორავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.