შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ. ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რესტორან „მარკო პოლოსთან" 4 ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე 3 პირი დააკავა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რესტორან „მარკო პოლოსთან" 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველ სამუშაო ვიზიტად გაემგზავრა, სადაც იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, გუო შენგკუნს შეხვდება.
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული გ.უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 14 პირის საქმეს გადასინჯავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავება 20 სექტემბერს მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.