ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ რეპერების დაკავების ის მოტივები, რაც დაკავებულებმა და მათი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანელი დეპუტატის, ელმან ნასიროვის განცხადებას ეხმაურება.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მინდია ლორთქიფანიძე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულ მრჩეველს, სანდრო ვოლსკის შეხვდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს, ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს ორი მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული ილია მ. და 1970 წელს დაბადებული მამუკა ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე გაამართლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ, დეკანოზის პატივისა და ღირსების შელახვისათვის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
„დღეს მე გავიცანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა. მინდა მოგახსენოთ, რომ იწყება საგამოძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს“, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გნაცხადება საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა, ლევან გამყრელიძემ სამსახურის თანამშრომლების წინაშე მისი ოფიციალური წარდგენის შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.