სამართალი

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა რეპერმა, გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ „დანაშაული იმიტომ აღიარა“, რომ მასზე სამართალდამცველების მხრიდან „ფსიქოლოგიურ ზეწოლას“ ჰქონდა ადგილი. ქებურიამ აღნიშნა, რომ არ იცის მათი გვარები, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ შეუძლია მათი ამოცნობა.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მე-2 წევრის, გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა და ბრალდებული რეპერი 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - 1 საათის მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მასთან ერთად დაკავებული მიხეილ მგალობლიშვილი ამავე სასამართლომ 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სრულად...

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მუსიკოსმა, მიხეილ მგალობლიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისადმი გულწრფელი თანადგომა გამოხატა და თქვა, რომ „სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკურ მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება“.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა და ბრალდებული რეპერი 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა.

სრულად...

მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება. მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ქებურიას კი 15:00 საათზე უნდა გაიმართოს.

სრულად...

სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

სრულად...

პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულების, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა.

სრულად...

პროკურატურამ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე, სადაც ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სრულად...

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰიპ-ჰოპ პროექტის, „ბირჟა მაფიას“ ბრალდებული წევრების გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა დავით გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაციის „შეფასების“ შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას „ბირჟა მაფიას“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე.

სრულად...

ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას საქმეს საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი