პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე წარუდგინა, რომელიც დღეიდან საგამოძიებო სამსახურს ჩაუდგება სათავეში.
სააპელაციო სასამართლომ თურქეთში მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ უვადო თავსუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. პროცესს, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართება, სახალხო დამცველი დაესწრება.
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, ნიუ იორკში მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
საქართველოს საგარეო უწყებას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა აშშ-ში რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის დაკავებულ ქართველებს შორის სპორტსმენები.
პროკურატურაში დ.გ.-ს დაკავებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
დაკავებულის ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შესახებ, აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულ დ.გ.-ს მიმართ სავარაუდოდ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არასათანდო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ნიუ იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.
1979 წელს დაბადებული ვ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის თქმით, იგი გეგმავს პროკურატურას მისი მანქანის აფეთქებაში მონაწილე პირების ადგილსამყოფელი დაუსახელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.