თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სენაკში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბანკომატის გაქურდვის მცდელობა დაფიქსირდა.
თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ქალი ყელგამოჭრილი იპოვა, დანაშაულში ეჭვმიტანილი კი ტრაპზონში დააკავეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოს და აღნიშნულთან დაკავშირებით თორდიას მიერ გაკეთბულ განცხადებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიას შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტზე, რომელიც 2016 წელს მოხდა, გამოძიება დაწყებულია და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელებას ეხმაურება და ადასტურებს, რომ ვიდეოში თავად არის, თუმცა, საქმე 2016 წელს ერთ-ერთ ბარში მომხდარ ინციდენტს ეხება. მისი ვარაუდით, აღნიშნული ვიდეოს ახლა გავრცელება ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან მისი დაპირისპირების საქმეს უკავშირდება.
რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს, ფარმან ჯეირანლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი მის მიმართ წარდგენილი ბრალის უსაფუძვლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ეს არის „ლანცეტზე" განხორციელებული მიზანმიმართული ქმედება".
პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი დააკავა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.