პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი დააკავა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა.
სასამართლომ ტერორისტული აქტის მომზადებაში, დახმარებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს შეიქმნას საგამოძიებო კომისია იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე, აღნიშნული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ცალკეული სხდომები შეიძლება დაიხუროს და არა მთლიანად საქმე და მისი განხილვა, აღნიშნული განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.
წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1965 წელს დაბადებული გ. კ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ა., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა ხსენებულ უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მერიის მიერ, 2016 წლის პერიოდში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.