ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელიც მისი მინისტრობის დროს მოხდა თავდაცვის სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს და მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც. და 1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითობისთვის და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობისთვის 2 პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელი დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მკვლელობის ფაქტზე ო.გ.-ს და ო.ტ.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით, ხოლო ს.ა.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ღ. დააკავეს.
უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არავის წინააღმდეგ არ აპირებს ჩვენების მიცემას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.