საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც უსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს რუსთავსა და თბილისში დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს.
ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ იქნეს გაყვანილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, რადგან შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ მართლწესრიგი, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში და ამ კონტექსტში სუს-ის განცხადებაზე გააკეთა აქცენტი.
გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებულ შეფასებებს, რადგან ისინი აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, - ამის შესახებ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
ბოლო დროს განზრახ თუ გაუცნობიერებლად მოუწოდებენ რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით, რაც წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 9 წელი მართავდა, ქურდულად, მალულად შემოიპარებოდა ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში მოეწყო რევოლუცია, არეულობა და ქაოსი. ეს მოხდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.