ქობულეთში, 4 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულის აყვანა გუშინ საღამოს მოხდა.
"მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებული ბაია გადაბაძე პროკურატურაში დაიბარეს. გადაბაძე პროკურატურაში მოწმის სახით, დაკითხვაზეა დაბარებული. ის უწყებაში 16:30 საათისთვის უნდა მივიდეს.
მაკა ასათიანი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გია გაჩეჩილაძის 30%-იანი წილის შეჩერებაზე უარის შესახებ ასაჩივრებს.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მოწმეთა დაკითხვის მიზნით სივრცე პეკინის ქუჩაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში განთავსდება, - ნინო გვენეტაძე.
პირველად არ გვესმის, რომ სააკაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურირის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განუცხადა.
13-14 თებერვალს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით "ლოპოტაზე" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სტრატეგიის განვითრების სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.