საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
სამირა ბაირამოვას მამის ინფორმაციით, მისი შვილი უკვე ნაპოვნია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მისი 17 წლის შვილი გოგო უკვე გათავისუფლებულია და პოლიციას ჰყავს. რაც შეეხება სავარაუდო გამტაცებლებს, ოჯახის წევრები მათ შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს იუსტიციის საბჭო 5 კითხვით მიმართავს და კითხვებზე პასუხის გასაცემად დროს 17:00 საათამდე აძლევს. აღნიშნული კითხვები საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ წარადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, შოთა გეწაძემ უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.
თანამდებობრივი დანაშაული თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პროკურატურის გამოსაძიებელი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შესახებ კომენტირებისას აღნიშნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მხრიდან გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე იმსჯელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით, სახელმწიფოს ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით თენგიზ მახარაშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
სამი დღის წინათ გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას ახლობლები და მშობლები გოგონას დაბრუნებას პოლიციის შენობასთან ელოდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.