უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, ცვლილების განხორციელება ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას შეთითხნილ და ფალსიფიცირებულ საქმედ მიიჩნევს, - ამის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ კი ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიებად ახალ ბრალდებაზე პატიმრობა შეეფარდა, მისი მდგომარეობა არ იცვლება იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს , რომელშიც ნათქვამია:
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს. ახალი ბრალდება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმეს უკავშირდება.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილი უწყებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად არის დაბარებული.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჭიკაიძისთვის საქართველოში ე.წ. "კანონიერი ქურდების" შემოყვანასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებები მიუღებელია.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თბილისის მერიის "ქონების მართვის სააგენტოს" უფროსი დავით ჭედია მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.