სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 105 მსჯავრდებული გათავისუფლდა. გათავისუფლებულთაგან 5 ქალია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დარეჯან თვალთვაძე სტუდენტებს ამ წუთებში ხვდება.
სამების საკათედრო ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა.
ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში, ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
თბილისის მერიის ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილს მეტროს მუშაობა 24:00 საათიდან 1 მაისის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ელ და 2 მაისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4%) და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში (29,0%).
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია დაიწყო. პირველი ხეები, ეროვნული სასწავლო ცენტრის დაარსებიდან მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დარგეს.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ. მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7%, ხოლო სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.