თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დეპოს ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი და სასურსათო მაღაზია “ნუგეში” დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედგად, 100-ზე მეტი კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მათ დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დილიდან სამების ტაძარში იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"დღეს, რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღეა. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლებია ელოდებოდნენ თავიანთი შვილების, მამების გადმოსვენებას" - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
"დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თითოეულ მოქალაქეს, თუ რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის" - ირაკლი ალასანია.
უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება და 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება მოხდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულ 10 მებრძოლს, პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, დათო ნიკოლეიშვილთან ერთად, საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში უცნობმა პირებმა ახლადდამონტაჟებული სანათები და ელექტროსადენები დააზიანეს. თბილისის მერიის შ.პ.ს „უძრავი ქონება-თბილისის’’ მონიტორინგის ჯგუფის მიერ, გმირთა მოედნის ახლადგარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში მსგავსი შემთხვევა, 23 იანვრიდან დღემდე, უკვე მე-4-ედ დაფიქსირდა.
აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია. ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
დიდუბის რაიონში აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში - თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.