ძალადობას არ ვაპირებ, დღეს-ხვალ ფაქსიმილიებს გადმოვიბარებ და დავნიშნავ ჩემს მოადგილეს, - ამის შესახებ "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჟურნალისტებს ხშირად ზედაპირული მიდგომები აქვთ რაღაც საკითხებზე და მას აქვს ახალი, ინოვაციური მოსაზრებები, რისი განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია ბევრად უფრო აკადემიური გახდეს ტელევიზია.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა დღესთან დაკავშირებით "ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ბენეფიციარს, ყოფილ პატიმარ ქალს ესტუმრა და 8 მარტი მიულოცა.
"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა. პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გამოჯანმრთელების მხრივ პროგრესია.
თბილისში შემოსაყვან ახალ ავტობუსებზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება, ამის შესახებ თბილისის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერმა განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრს, ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
„რაც შეეხება კითხვას, რამდენად კარგად ვიყენებთ არსებულ რესურსებს, იმ რესურსებს, რაც ჩვენ გვაქვს, ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად რაციონალურად და უფრო მეტიც, შევქმნათ ალტერნატიული ინსტრუმენტები. მაგალითად, შენიშნავდით, რომ ქუჩებში ქვეითი პატრულები უკვე გამოჩნდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა. მინისტრის სახელით, 91 ქალბატონი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორ ლევან გაჩეჩილაძისა და ყოფილი დირექტორის, ბაია გადაბაძის შეხვედრა დასრულდა.
„ჯერჯერობით ვსაუბრობთ, არანაირ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე არ მივსულვართ. არ ყოფილა არც მოთხოვნები და არც სხვა არაფერი“ - ამის შესახებ „მაესტროს“ ყოფილმა დირექტორმა, ბაია გადაბაძემ განაცხადა.
ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი, პრობლემა არ არის არაფრის, - ამის შესახებ "მაესტროს" დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ეზოში განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.