საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთი ბანკისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურ პროექტს - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
22 მაისს, ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 23 და 24 მაისს,ღამის საათებში, კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა.
ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში - SPORTFEST 2023 იმართება.
ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
19 მაისიდან გალერეა „გამრეკელი მოდერნი" ორი კვირის განმოვლობაში უმასპინძლებს თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ".
სს ლიბერთი ბანკისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize კონფერენცია გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.