საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.

სრულად...

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე უკვე არსებული პროგრამების დახვეწასთან დაკავშირებით. განიხილეს დასაქმების ხელშეწყობისა და მიგრაციის საკითხები, ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროსა და განათლების მიმართულებით არსებულ ინიციატივებზე.

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე რიგი მედიასაშუალებების მიერ რეპერ „მასტერის“ დაბლოკვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და კლიპის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

სრულად...

მინდა პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სრულად...

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა "CashBack"კიდევ ერთ, განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს მხოლოდ ლიბერთის Mastercardბარათის მფლობელებს! 10-14 მაისის პერიოდში მომხმარებლები შეძლებენ კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად იშოპინგონ პროექტის მეგობარ და მათთვის საყვარელ ონლაინ მაღაზიებში და დაიბრუნონ დახარჯული თანხის 50%-მდე ქეშბექი მომენტალურად ბარათზე!

სრულად...

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

სრულად...

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში, გიორგი გეხტმანის I შესახვევის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კომპანიის 25-მა თანამშრომელმა მეორადი საბურავები გაიტანეს და დანაგვიანებული ადგილები სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

სრულად...

აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი.

სრულად...

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი