საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
„ჩვენი ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქართული დიასპორა ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა აყვანილია ძალიან მაღალ ნიშნულზე“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.
გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს.
ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1056 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის და პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა.
რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. ღონისძიებას დაესწრნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ლიბერთი ბანკის ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი თენგიზ სვანიძე.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გადამწყვეტია; ჩვენში არსებობს სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და სწორედ ეს განაპირობებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე - „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი“ მიმართვისას განაცხადა, რომელიც 27-28 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება.
გრიგოლეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი უკვე მე-3 სახლზე გადადის და შესაძლოა, მე-4 და მე-5 სახლსაც მოედოს.
მიმდინარე წლის 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.